18 საათის და 17 წუთის წინ
"მწვრთნელმა ეს იცის" - დე იონგის კომენტარი დაბრუნების შემდეგ
"მწვრთნელმა ეს იცის" - დე იონგის კომენტარი დაბრუნების შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი გუშინ მოედანზე 5-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. "იანგ ბოიზთან" მატჩში ფრენკის 15-იოდე წუთი დაეთმო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დე იონგმა მცირე კომენტარიც გააკეთა.

"დაბრუნება სასიამოვნო შეგრძნებაა. 

ვხედავ, რომ სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია. მაქსიმალურად დავიხარჯები, რომ ვითამაშო. მწვრთნელმა იცის, თუ რისი შემოთავაზება შემიძლია.

როცა ტრავმირებული ხარ, დაბრუნება ყოველთვის რთულია. პროცესი ხანგრძლივი გამოდგა და ძნელი მომენტებიც მქონდა.

მადლობას ვუხდი ფანებს ტაშით შეგებებისთვის. ძალიან მესიამოვნა. ამას არ ველოდი," - თქვა 27 წლის ვარსკვლავმა, რომელსაც "მონჟუიკის" ტრიბუნები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფრენკიმ კოჭი ამა წლის აპრილში გამართულ "ელ კლასიკოში" დაიზიანა.


Facebook კომენტარები