2 წლის და 1 თვის წინ
ანსუ ბედნიერია - ფატის გზავნილი გულშემატკივრებს
ავტორი
Aa
"იანგ ბოიზთან" მოგებულ მატჩში "ბარსელონას" ესპანელ თავდამსხმელს, ანსუ ფატის 30 წუთი დაეთმო.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 21 წლის ფორვარდი მოედანზე მეორედ გამოჩნდა. "მონაკოსთან" შეხვედრასთან შედარებით, ანსუმანეს სათამაშო დრო შესამჩნევად გახლდათ გაზრდილი.
ფატიმ სოციალურ ქსელში პოსტიც განათავსა, სადაც მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებიც "მონჟუიკის" ტრიბუნებიდან აპლოდისმენტებით მიესალმნენ.
"მნიშვნელოვანი გამარჯვება! ისევ მსიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა! მადლობა, კულეებო," - მიმართა ანსუმ თავის 10-მილიონიან აუდიტორიას.
აქვე გეტყვით, რომ სეზონის დასაწყისი ფატიმ ტერფის ტრავმის გამო გამოტოვა. ლა ლიგაში მას ჯერ კიდევ არ უთამაშია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი