4 საათის და 31 წუთის წინ
შჩესნი თუ პენია - რას გადაწყვეტენ "ბარსელონაში"
შჩესნი თუ პენია - რას გადაწყვეტენ "ბარსელონაში"

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" გუშინ ოფიციალურად დაადასტურა 34 წლის გოლკიპერის, ვოიცეხ შჩესნის დამატება.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, გაბრიელ სანსის ვარაუდით, "ბლაუგრანას" პირველი ნომრის შერჩევა შჩესნისა და ინიაკი პენიას ფიზიკურ მონაცემებსა და ნაჩვენებ თამაშზე იქნება დამოკიდებული.

არ არის გამორიცხული ისიც, რომ მეკარეებმა ტურნირები გაიყონ.

მაგალითად, ერთმა გოლკიპერმა ლა ლიგის მატჩებში დაიცვას კარი, მეორემ კი ჩემპიონთა ლიგისა და კოპა დელ რეის შეხვედრები დაიწყოს სასტარტო შემადგენლობიდან.

საბოლოო სიტყვა ჰანსი ფლიკზე იქნება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსას" ნომერ პირველმა კიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს 7 თვით ჩამოშორდა. შჩესნის მოსვლამდე, მას ინიაკი პენია ცვლიდა. "ლა მასიელმა" ამ სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში 4 გოლი გაუშვა.


Facebook კომენტარები