1 თვის და 3 კვირის წინ
"თუ ასეა, არაუშავს" - პეპმა "ბარსას" სიყვარული ისევ გამოხატა
"თუ ასეა, არაუშავს" - პეპმა "ბარსას" სიყვარული ისევ გამოხატა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი ყოფილი გუნდის, "ბარსელონასადმი" დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

მექსიკელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ მის სამშობლოში ყველა "რეალის" ან "ბარსას" გულშემატკივარია, და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მექსიკაში "მანჩესტერ სიტის" ქომაგებიც გაჩნდნენ, პეპმა ასე უპასუხა:

"თუ ისინი "ბარსელონას" გულშემატკივრობენ, მაშინ არაუშავს."

პირველად არ ხდება, რომ 53 წლის სპეციალისტი "ბლაუგრანას" სიყვარულს უდასტურებს, თუმცა იგი გუნდში მწვრთნელად დაბრუნებას მაინც არ აპირებს.

ცნობისთვის, გვარდიოლა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 2008-2012 წლებში ედგა სათავეში. გუნდს მან 14 ტიტული მოაგებინა.


Facebook კომენტარები