logo

"ბარსას" დირექტორმა ერთი ტრანსფერი დაადასტურა, მეორე დაანონსა

"ბარსას" დირექტორმა ერთი ტრანსფერი დაადასტურა, მეორე დაანონსა

"ბარსელონას" დირექტორმა, ხავიერ ვილაჟოანამ, რომელიც კლუბის ახალგაზრდულ სტრუქტურებზეა პასუხისმგებელი, ტრანსფერებზე ისაუბრა.

პირველი შეკითხვა ეხებოდა "სან პაოლოს" 19 წლის ტალანტს, გუსტავო მაიას, რომელზეც უფლებების ნაწილიც "ბლაუგრანას" ნაყიდი აქვს და თუ ხავიერს ვენდობით, კლუბი მას მალე საბოლოოდ გაიფორმებს.

"იმ შეთანხმებას, რომელიც გვაქვს, დავასრულებთ. გუსტავო ძალიან ტექნიკურია და დიდი სარგებლის მოტანაც შეუძლია." - ბრძანა ბორდის წევრმა.

ხავიერმა ისაუბრა "რაიო ვალეკანოს" ამომავალ ვარსკვლავ ფაბიან ლუისზეც, ვინც "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ასევე დაუკავშირეს.

"ვიმედოვნებთ, რომ ფაბიანს დავიმატებთ... ჩვენ კარგ ფეხბურთელებს ყოველთვის ვაკვირდებით და ის სწორედ ასეთია." 


3 თვის წინ
1338 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 468
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი