"ბარსელონა" პოლონელი მეკარის, მარჩინ ბულკას შეძენას განიხილავს, - იუწყება Diario SPORT-ის ჟურნალისტი, ლუის მიგელსანსი.
კლუბში ფიქრობენ, რომ "ნიცას" გოლკიპერი მზადაა, რათა მომდევნო სეზონში გუნდის ძირითადი მეკარის სტატუსისთვის ბრძოლაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენს გაუწიოს კონკურენცია.
ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი მარჩინს 2026 წლის ივლისში ეწურება. ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილს იგი არ გამოხატავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ზაფხულს ბულკას შეძენა შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი.
სხვათა შორის, მარჩინს კატალონიურ გრანდთან აქამდეც ჰქონია შეხება. 2016 წელს იგი "ბლაუგრანაში" სინჯებს გადიოდა, თუმცა, საბოლოოდ, "ჩელსის" შეუერთდა.
პოლონელის აგენტი "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" კარგად ნაცნობი პენი ზაჰავია, რაც მათ ამოცანას კიდევ უფრო გაუადვილებთ.
25 წლის კიპერმა ლიგა ერთის გასულ სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში სულ 29 გოლი გაუშვა, კარი მშრალად კი 17-ჯერ შეინახა.