11 თვის და 1 კვირის წინ

ტორესი ტრავმირებულია - რამდენი ხნით იუქმებს ფერანი

ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩში "ალავესს" სტუმრად 0:3 მოუგო. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამივე გოლი პოლონელი ცენტრფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზე გახლდათ.
მიუხედავად გამარჯვებისა, შეხვედრას "ბლაუგრანასთვის" უსიამოვნო ამბის გარეშეც არ ჩაუვლია. საქმე ფერან ტორესის ტრავმას ეხება.
24 წლის თავდამსხმელმა მოედანი პირველივე ტაიმში, მიღებული დაზიანების გამო დატოვა. მის ნაცვლად მოედანზე ერიკ გარსია შევიდა.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტორესს ჰამსტრინგის კუნთში აქვს დაზიანება.
ფერანის მკურნალობას 1 თვე მაინც დასჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ "ბარსას" შვიდიანს მინდორზე ნოემბრამდე არ უნდა ველოდოთ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ტორესს 1 გოლი აქვს გატანილი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 დღის და 23 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
4 დღის და 17 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 3 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 3 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში