11 თვის და 1 კვირის წინ

"ის საჯარიმოში საუკეთესოა" - ფლიკი "ალავესთან" მატჩის შემდეგ

ავტორი
Aa
"ალავესთან" 3-0 გამარჯვების შემდეგ, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, მატჩში ჰეთ თრიკის შემოქმედ რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა.
"ის ზუსტად ისეთივე ფეხბურთელია, როგორიც ჩემი "ბაიერნში" მუშაობის დროს იყო. საჯარიმოში მასზე უკეთესი უბრალოდ არავინაა, ის ყოველთვის მზადაა გოლის გასატანად." განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
"ბარსელონას" პოლინელმა ფორვარდმა დღევანდელ მატჩში თავი 3 გოლით გამოიჩინა, კლუბი "ესტადიო დე მენდიზორიზადან" სახლში 3 ქულით ბრუნდება. რაც შეეხება უშუალოდ ლევანდოვსკის, ის ამ მომენტისთვის, 10 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
გეტყვით იმასაც, რომ ლევანდოვსკის ამავე ნიშნულის მისაღწევად გასულ სეზონში 24 მატჩი დასჭირდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 დღის და 23 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
4 დღის და 17 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 3 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 3 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში