1 წლის და 5 თვის წინ
ლევანდოვსკი ტოპ 5 ლიგის ბომბარდირია - პოლონელის მორიგი მიღწევა
ავტორი
Aa
გუშინდელ მატჩში, "ალავესის" წინააღმდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ "ბარსელონასთან" ერთად კვლავ გაიბრწყინა და თავი 3 გოლით გამოიჩინა.
ამ მომენტისთვის, პოლონელი თავდამსხმელი, 10 გატანილი გოლით, ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით ბომბარდირთა სიის ლიდერია. მან მოახერხა და მიმდინარე სეზონში იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მატჩი ჩაატარა (ყველა ტურნირზე 11თამაშში 12 გოლი).
სწორედ ამ მაჩვენებლით, ლევანდოვსკიმ მოახერხა და გადაუსწრო "მანჩესტერ სიტის" ერლინგ ჰალანდსა (11 გოლი) და "ბაიერნის" ინგლისელ ფორვარდს, ჰარი კეინს (10 გოლი).
ბუნებრივია, ჰანსი ფლიკის გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ ლევანდოვსკის დიდებულ შედეგიანობას მიუძღვის. 9 ტურის შემდეგ, "ბლაუგრანა" ლა ლიგის ცხრილს 24 ქულით ლიდერობს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
5 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
5 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი