1 წლის და 5 თვის წინ
"სევილიასთან" მატჩში "ბარსას" ორი ვარსკვლავი დაუბრუნდება
ავტორი
Aa
ჰანსი ფლიკი აპირებს, რომ პაბლო გავი "სევილიასთან" მატჩის განაცხადში მოახვედროს, - იუწყება Mundo Deportivo.
წყაროს თანახმად, 20 წლის ნახევარმცველი სრული დატვირთით ვარჯიშობს. "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი მას ეხუმრება კიდეც, რომ ამდენი ენერგიის დახარჯვა საჭირო არაა.
სხვათა შორის, "სევილიას" წინააღმდეგ ელოდებიან დანი ოლმოს დაბრუნებასაც.
შეგახსენებთ, რომ "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ, "ბარსას" ფეხბურთელები სანაკრებო მატჩებისთვის გაემგზავრებიან. ცხადია, იმ მოთამაშეებს, რომლებიც ტრავმებს ახლაღა იშუშებენ, ეს არ ეხებათ.
კატალონიურ-ანდალუსიური ჯახი 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
5 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
5 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი