"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ბოლო მატჩებში გუნდის 17 წლის შემტევი, ლამინ იამალი მოედნიდან ნაადრევად გაიყვანა, რაც, როგორც ჩანს, სუპერტალანტის უკმაყოფილებას იწვევს.
აი, რას წერს ამის შესახებ Mundo Deportivo:
"ბარსას" ტექნიკური სტაფი ლამინ იამალთან ძალიან ახლოსაა და მისთვის იმის ახსნას ცდილობს, რომ მატჩების ბოლოს დასვენება მხოლოდ წაადგება. თუმცაღა, ახალგაზრდას ამის გაგება უჭირს და მაინც სურს, რომ ყველა წუთი ითამაშოს.
გასულ სეზონში იამალისთვის პრობლემა იყო მოედანზე 90 წუთის გატარება. ამ სეზონში სურათი შეიცვალა. შემტევი ფიზიკურად მოძლიერდა და უმაღლესი დონის ფეხბურთსაც შეეჩვია.
რაც შეეხება ლამინის "ალავესთან" მატჩში შეცვლას, ფლიკმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ, დიდი ალბათობით, ესპანეთის ნაკრების მომდევნო ორ შეხვედრას ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს."
შეგახსენებთ, რომ ევროპის მოქმედ ჩემპიონებს ოქტომბერში ერთა ლიგის ორი მატჩი ელოდებათ. 12 სექტემბერს ისინი დანიის ნაკრებს მიიღებენ, 15 ოქტომბერს კი სერბეთის ეროვნულ გუნდს ეთამაშებიან.