2 თვის წინ
ვინ უნდა იყიდოს "ბარსამ" - ფლიკის აზრი ცნობილია
ვინ უნდა იყიდოს "ბარსამ" - ფლიკის აზრი ცნობილია

ჰანსი ფლიკი მიიჩნევს, რომ "ბარსელონამ" მარჯვენა მცველი უნდა იყიდოს, - იუწყება Sport.

გერმანელი სპეციალისტი გუნდში გარემარბის საჭიროებასაც ხედავს, თუმცა პრიორიტეტულად მარჯვენა მცველის ყიდვას განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ ფლიკი ჟულ კუნდეს თამაშით კმაყოფილია, ეს მის პოზიციას მაინც არ ცვლის.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" "ლილის" მარჯვენა მცველით, ტიაგო სანტოშითაა მოხიბლული. კატალონიელებს ახალგაზრდა ფლანგელის შეტევითი უნარები და დაცვაში პოზიციონირება მოსწონთ.

"ბარსას" წარმომადგენლები "მასტიფებთან" კონტაქტზე უკვე გავიდნენ. 

22 წლის პორტუგალიელის აგენტი ჟორჟე მენდეშია, რაც "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მხოლოდ წაადგებათ. საგულისხმოა ისიც, რომ ტიაგოთი სხვა გუნდებიც არიან დაინტერესებულნი.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში სანტოშს 2 ასისტი აქვს აქტივში.


Facebook კომენტარები