ესპანური SPORT-ის ჟურნალისტმა, ტონი ხუანმარტიმ "ბარსელონას" გასახდელში მომხდარი ცვლილებებისა და შექმნილი ატმოსფეროს შესახებ საინტერესო ცნობები მოგვაწოდა.
აი, რას წერს ხუანმარტი:
"უკანასკნელ ხანებში "ბარსას" გასახდელმა დიდი ძვრები განიცადა.
ვეტერანების ძველი ბირთის წასვლის შემდეგ, ახალგაზრდები "ბარსელონას" გასახდელში მთავარ ჯგუფად იქცნენ. ისინი ასაკით დაახლოებულნი არიან და ერთნაირი გამოცდილება აქვთ როგორც პროფესიულ, ასევე პერსონალურ დონეზე. სწორედ ეს აკავშირებს მათ ერთმანეთთან.
"ბარსელონას" ახალგაზრდები რაფინიასა და ფერან ტორესს დიდ პატივს ცემენ და ისინი ძალიან უყვართ. ბრაზილიელი და ესპანელი ცდილობენ, რომ მათ დაუახლოვდნენ, რჩევები მისცენ და მათი აზრებიც გაითვალისწინონ."
SPORT-ის ჟურნალისტმა გასული სეზონის უსიამოვნებებიც გაიხსენა. მაგალითად, ხუანმარტიმ ახსენა, რომ შარშან რობერტ ლევანდოვსკისა და ლამინ იამალს გარკვეული უთანხმოებები ჰქონდათ, მაგრამ ეს წარსულში დარჩა და ახლა შემტევებს ბრწყინვალე ურთიერთობა აკავშირებთ.
გარდა ამისა, საინტერესოა ილქაი გიუნდოგანის შემთხვევაც. ვეტერან გერმანელს თანაგუნდელებთან ურთიერთობა მას მერე გაუფუჭდა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე, "პარი სენ ჟერმენთან" განცდილ საბედისწერო მარცხში რონალდ არაუხო დაადანაშაულა. როგორც ჩანს, ილქაის "მანჩესტერ სიტიში" გაბრუნების განმაპირობებელი ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახლდათ.