როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონაში დღეს საგანგებო ცერემონია შედგა, სადაც ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
ღონისძიებას უამრავი ცნობილი სახე დაესწრო. მათ შორის იყვნენ "ბლაუგრანას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა და გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესიც.
Diario AS-ის ჟურნალისტს, ხავი მიგელს თუ დავუჯერებთ, ლაპორტა და ჩავი ერთმანეთს არ მისალმებიან.
მიგელის თქმით, ისინი ადგილზე განსხვავებულ დროს მივიდნენ და მათ სკამებს შორის დიდი დაშორება გახლდათ. გარდა ამისა, გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ორივე მათგანს ეჩქარებოდა.
ამ ფაქტორებმა შეიძლება ასხნას ის, თუ რატომ არ ჰქონდათ კომუნიკაცია პრეზიდენტსა და "ბარსას" ყოფილ დამრიგებელს. სხვათა შორის, ჩავი არც ჰანსი ფლიკს, დეკუსა და ბოიანს შეხვედრია.