1 წლის და 4 თვის წინ
ახალი სამიზნე - "ბარსელონას" "ლილის" მცველი მოუნდა
ავტორი
Aa
Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" მარჯვენა განაპირა მცველს ეძებს, რა დროსაც მთავარ კანდიდატად "ლილის" ტიაგო სანტოსი გამოიკვეთა.
კლუბმა სანტოსის მიმართ ინტერესი უკვე გამოთქვა, განსაკუთრების კი ყურადღება გამახვილდა მის შემტევ უნარებზე, რომელიც ამ სეზონის მიმდინარეობისას მან არაერთხელ გამოავლინა.
როგორც ირკვევა, "ბლაუგრანა" სანტოსის აგენტს, ხორხე მენდესს უკვე დაუკავშირდა. კატალონიელებს სჯერათ, რომ ტრანსფერის განხორციელება მომავალ ზაფხულში თავისუფლად შეეძლებათ.
ბუნებრივია, სანტოსის დამატება სხვა ევროპული გრანდების სურვილიცაა, სწორედ ამიტომ, "ბარსელონამ" გარკვეული ნაბიჯების გადადგმა აქედანვე უნდა დაიწყოს. ამ მომენტისთვის, Transfermarkt-ის მონაცემებით, 22 წლის პორტუგალიელის ფასი 15 მილიონი ევროა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
4 თვის და 4 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი