1 წლის და 9 თვის წინ
"ბარსამ" და "რეალმა" ერთსა და იმავე ფეხბურთელს დაუმიზნეს
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ლისაბონის "ბენფიკას" მარცხენა მცველით, ალვარო კარერასით ინტერესდება, - იუწყება პორტუგალიური O Jogo.
21 წლის ფეხბურთელი იმყოფება მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" რადარებზეც. აღსანიშნავია, რომ "წითელ ეშმაკებს" ალვაროს გამოსყიდვის უფლებაც აქვთ.
კარერასით დაინტერესება ნაწილია იმ პოლიტიკისა, რომლის გატარებასაც "ლურჯ-ბროწეულისფერნი" აპირებენ. "ბლაუგრანა" აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს და მათ პირველ გუნდში ინტეგრირებას ეცდება. სამიზნედ მოიაზრება "ლევანტეს" მოთამაშე, მარკ პუბილიც.
"არწივების" ესპანელ ფლანგელს მიმდინარე სეზონში 9 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მის ანგარიშზე საგოლე მოქმედება არ ფიქსირდება.
აქვე გეტყვით, რომ კარერასს "ბენფიკასთან" კონტრაქტი 2029 წლის ივლისამდე აკავშირებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
9 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
9 თვის და 4 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
10 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
10 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი