1 წლის და 2 თვის წინ
"ის ამისგან ჯერ კიდევ შორსაა" - კუმანის საგანგაშო განცხადება დე იონგზე
ავტორი
Aa
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა "ბარსელონას" 27 წლის ვარსკვლავის, ფრენკი დე იონგის ფიზიკური მზაობის შესახებ ისაუბრა.
როგორც მოგეხსენებათ, დე იონგი მოედანს დაუბრუნდა და "ბლაუგრანას" ბოლო ორ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა "ნარინჯისფერთა" რიგებში იგი მაინც არ გამოიძახეს. კუმანმა სწორედ ამის მიზეზი დაასახელა.
"დე იონგს გასულ კვირას ვესაუბრე. დიდი პატივისცემის მიუხედავად, იგი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა ოპტიმალური კონდიციებისგან.
ფრენკისთვის ცოტა ხნით თამაშიც კი რთული და შემაშინებელი გახლდათ.
მან სათამაშო რითმი უნდა იპოვოს და 100%-ით უნდა იყოს ფორმაში," - თქვა ნიდერლანდელთა მესაჭემ.
შეგახსენებთ, რომ "იანგ ბოიზთან" მატჩში დე იონგმა 15 წუთი ითამაშა, "ალავესის" წინააღმდეგ კი 9 წუთი დაეთმო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი