1 თვის და 2 კვირის წინ
გადაწყდა: ვის იყიდის "ბარსელონა" ზაფხულში
გადაწყდა: ვის იყიდის "ბარსელონა" ზაფხულში

"ბარსელონამ" გადაწყვიტა, რომ 2025 წელს ახალი მეკარე შეიძინოს, - იუწყება ჟურნალისტი მიგელ რიკო.

როგორც მოგეხსენებათ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მძიმე ტრავმიდან გამომდინარე, კატალონიურმა გრანდმა სასწრაფო წესით დაიმატა ვოიცეხ შჩესნი, თუმცა 34 წლის პოლონელზე გრძელვადიან გათვლებს არავინ აკეთებს.

ვოიცეხი "ბლაუგრანაში" მხოლოდ 8 თვეს გაატარებს, რადგან მის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის.

უკვე ასაკშია ტერ შტეგენიც, რომელსაც ბოლო სეზონებში ტრავმები მოეძალა. ცხადია, "ლურჯ-ბროწეულისფრები" კარგად ხვდებიან, რომ გერმანელის მემკვიდრის მოყვანაა საჭირო.

გუნდში ახალი მეკარის მოსვლა წასვლისკენ უბიძგებს ინიაკი პენიასაც, რომელმაც თავი დამაჯერებელი ასპარეზობით ნამდვილად ვერ დაგვამახსოვრა.

ცნობისთვის, ბოლო კიპერი, ვინც "ბარსას" დაუკავშირეს, "ნიცასა" და პოლონეთის ნაკრების კარის დარაჯი, მარჩინ ბულკა გახლდათ.


Facebook კომენტარები