ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, "ბარსელონას" 26 წლის ნახევარმცველი, დანი ოლმო დაუბრუნდება. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალწვეული ბოლოს მოედანზე 15 სექტემბერს, "ჟირონას" წინააღმდეგ ვნახეთ, მას მერე კი ტრავმას მკურნალობს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანაში" უკვე შემუშავებულიც აქვთ გეგმა, თუ როგორ უნდა დააბრუნონ დანი ოპტიმალურ კონდიციებში
20 ოქტომბერს, "სევილიას" წინააღმდეგ ოლმოს 30 წუთი მიეცემა, 23 ოქტომბერს, მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართ მატჩში კი ერთ სრულ ტაიმს ითამაშებს.
რაც შეეხება 26 ოქტომბრის "ელ კლასიკოს", ესპანელ ვარსკვლავს იქ უკვე სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ. დანი "სანტიაგო ბერნაბეუზე" საკმაოდ დიდი დროით დაიტვირთება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 3 მატჩში ოლმოს 3 გოლი აქვს გატანილი.
დანიმ თავი "რაიო ვალეკანოს", "ვალიადოლიდისა" და "ჟირონას" წინააღმდეგ გამოიჩინა.