1 თვის და 1 კვირის წინ
იამალი დისკომფორტს გრძნობს - "ბარსელონაში" ნერვიულობენ
იამალი დისკომფორტს გრძნობს - "ბარსელონაში" ნერვიულობენ

ესპანეთის ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა გუშინ დანიის ეროვნულ გუნდს მარტინ ზუბიმენდის მიერ 79-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოუგეს.

"ბარსელონას" ფეხბურთელთაგან პედრი გონსალესმა 62 წუთი ითამაშა, ლამინ იამალმა კი მოედანზე 92 წუთი გაატარა.

Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი სწორედ იამალთან დაკავშირებით ავრცელებს შემაშფოთებელ ცნობებს:

"მატჩის 92-ე წუთზე იამალმა ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო და შეცვალეს. ლამინი გამოკვლევებს ელოდება, რათა დაზიანების ხარისხი გაარკვიოს. "ბარსაში" ნერვიულოვებენ, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ეს მხოლოდ კუნთის გადაღლაა."

ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ იამალი "ფურია როხასა" და სერბეთის ნაკრებს შორის სამშაბათს გასამართ მატჩს გამოტოვებს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 17 წლის შემტევმა "ბარსას" 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 5 ასისტია.


Facebook კომენტარები