Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" მარკ-ანდრე ტერ შტეგენს კვლავ განიხილავს გუნდის ნომერ პირველ მეკარედ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ როგორ დაბრუნდება 32 წლის კიპერი ტრავმიდან.
სეზონის დასრულების შემდეგ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" აღნიშნულ პოზიციაზე არსებულ მდგომარეობას დეტალურად განიხილავენ. გაანალიზდება ტერ შტეგენის, ვოიცეხ შჩესნის, ინიაკი პენიასა და დიეგო კოხენის საკითხები.
ესპანური გამოცემა ასევე გვთავაზობს იმ 5 გოლკიპერის ჩამონათვალს, რომლებსაც "ბლაუგრანა" აკვირდება:
დიოგო კოშტა (პორტუ)
ჟოან გარსია (ესპანიოლი)
ალვარო ვალესი (ლას პალმასი)
ბარტ ვერბრუგენი (ბრაიტონი)
მიო ბაკჰაუსი (ვერდერი)
ჩამოთვლილთაგან, "ბარსას" სპორტული დირექტორის, დეკუს ფავორიტად კოშტა მიიჩნევა, თუმცა ცხადია ისიც, რომ პორტუგალიელის შეძენა დიდ თანხასთან იქნება დაკავშირებული.