ერთა ლიგის მატჩში, პორტუგალიის წინააღმდეგ 3-1 მარცხის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ მედიასთან თავისი გუნდის თამაშის შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა.
"მე ნახევარმცველი არ ვარ და შესაბამისად, ჩემი მოვალეობა არ არის დაცვის ხაზში ჩავიდე და ბურთი იქ მოვიპოვო. მატჩის განმავლობაში, ჩემი მისიაა, ის ზონები შევავსო, სადაც თანაგუნდელების ჩაწოდებასა და პასს ყველაზე მეტად ველი."
"ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. მსგავსი პრობლემა მხოლოდ პორტუგალიასთან არ გამოჩენილა, ეს საკითხი უკვე დიდი ხანია გადასაჭრელი გვაქვს. მეტოქის ნახევარზე ბურთს იშვიათად ვფლობთ, თავდამსხმელი კი საქმეში სწორედ მოედნის მეორე ნახევარში ერთვება." განაცხადა პოლონელთა კაპიტანმა.
როგორც ჩანს, საკლუბო დონეზე ბრწყინვალე ფორმაში ყოფნა ლევანდოვსკისთვის საკმარისი არ გამოდგა, რათა პოლონეთის ნაკრებს გუშინდელ მატჩში გამარჯვება მოეპოვებინა, "ბარსელონას" და ლა ლიგის ამჟამინდელი ბომბარდირი საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლების სათამაშო ხარისხით ძალიან უკმაყოფილოა.