1 წლის და 2 თვის წინ
მწვანე შუქი ანთებულია - "ბარსას" 2 ფეხბურთელი უბრუნდება
ავტორი
Aa
დანი ოლმოს და ფერმინ ლოპესს სამედიცინო შტაბმა სათამაშოდ მწვანე შუქი აუნთო, - იუწყება Diario SPORT.
"ბარსელონას" მომდევნო მატჩი 20 ოქტომბერს, "სევილიას" წინააღმდეგ ელოდება. მოსალოდნელია, რომ ესპანელ ნახევარმცველებს ჰანსი ფლიკი განაცხადში შეიყვანს.
ოლმოს "ბლაუგრანასთვის" 15 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ მან "ჟირონას" გაუტანა, მერე კი კუნთის ტრავმა მიიღო.
რაც შეეხება ფერმინს, იგი სექტემბრის სანაკრებო პაუზის მიმდინარეობისას დაიტრავმა.
გარდა ამ დუეტისა, უახლოეს პერიოდში ველოდებით მოედანზე პაბლო გავის დაბრუნებასაც.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი