1 წლის წინ
გვარდიოლა: "ბარსასთან" შეხვედრა არ მინდა, რადგან..."
ავტორი
Aa
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" დაპირისპირებას არ ისურვებდა.
"ბარსელონასთან" შეხვედრას არასდროს ვისურვებდი! ის სიყვარული და ბმა, რაც ამ კლუბთან მაკავშირებს, მანადგურებს.
ძალიან გამიმართლა, რომ ამ კლუბში ვმუშაობდი. იქ უბედნიერესი ვიყავი. "ბარსა" ჩემი ცხოვრების კლუბია," - თქვა "სიტიზენთა" თავკაცმა.
გარდა ამისა, პეპმა თავისი ყოფილი შეგირდი, ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა: "შეიძლება, ეს პელესადმი და მარადონასადმი უპატივცემულობად ჩამითვალოთ, მაგრამ მესის მსგავსი არავინ წარმომიდგენია. მისი სტაბილურობა შეუდარებელია."
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა "ბლაუგრანას" 2008-2012 წლებში ხელმძღვანელობდა. კატალონიურ გრანდს მან 14 ტიტული მოაგებინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 6 დღის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი