1 თვის და 3 კვირის წინ
"ბარსამ" ჰოლანდი უნდა იყიდოს - როდის აპირებს ლაპორტა ამას
"ბარსამ" ჰოლანდი უნდა იყიდოს - როდის აპირებს ლაპორტა ამას

ჟოან ლაპორტას სჯერა, რომ 2025 ან 2026 წელს, "ბარსელონამ" ერლინგ ჰოლანდი აუცილებლად უნდა შეიძინოს, - იუწყება Diario SPORT-ის ჟურნალისტი, დავიდ ბერნაბეუ.

"ბლაუგრანას" პრეზიდენტი ნორვეგიელ ცენტრფორვარდზე უკვე წლებია ოცნებობს. ლაპორტას საპრეზიდენტო ვადა 2026 წელს ეწურება, მას კი სურს, რომ ამ ვადის დასასრულს სუპერვარსკვლავის ტრანსფერით შეხვდეს.

ერლინგის აგენტთან, რაფაელა პიმიენტასთან ჟოანს მყარი ურთიერთობა აქვს. მხარეები ერთმანეთს ენდობიან, რაც "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" სატრანსფერო ბრძოლაში შეიძლება უპირატესობადაც იქცეს.

აღსანიშნავია, რომ რაფაელას წლის დასაწყისში რამდენჯერმე შეხვდა "ბარსას" სპორტული დირექტორი, დეკუც.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 24 წლის თავდამსხმელმა 11 გოლი გაიტანა. იგი პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

აქვე გეტყვით, რომ "სიტიზენებთან" კონტრაქტი ერლინგს 2027 წლის ივლისში ეწურება.


Facebook კომენტარები