Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ლონდონის "ჩელსის" ორი ფეხბურთელის დამატებით დაინტერესდა.
როგორც ჩანს, კატალონიელები ზამთრის სატრანსფერო პერიოდის აქტიურად გამოყენებას აპირებენ. დეკუს პირველი სამიზნე კი რომეო ლავია იქნება.
ვინაიდან კლუბში ტრავმიანობის პრობლემების გამო რესურსის დამატებაა საჭირო, მხარეებმა საინტერესო გამოსავალს მიაგნეს და საუბარი 6 თვიან იჯარის ხელშეკრულებაზე წამოიწყეს, რაც თავად ლავიასაც გამოადგება, ვინაიდან, მიმდინარე სეზონში სათამაშო დროს ის თითქმის არ იღებს.
აგრეთვე ირკვევა, რომ "ბლაუგრანა" კარნეი ჩუკვემეკას დამატებასაც ეცდება, რომელსაც ლავიას მსგავსად, ენცო მარესკას ფორმაციაში სათამაშო დროის პრობლემები აქვს.
ფაქტია, ახალი სეზონის ბრწყინვალედ დაწყების შემდეგ, ფლიკის გუნდს დამატებითი რესურსი დასჭირდება, რათა საბოლოო შედეგი ყველასთვის დამაკმაყოფილებელი იყოს. დიდი ალბათობით, კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საკმაოდ იაქტიურებს.