3 წლის წინ
"ბარსელონა" დღეს 31-წლიან ტრადიციას დაარღვევს
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" დაადასტურა, რომ დღეს "კამპ ნოუზე" მოზაიკა არ გაკეთდება, - იუწყება Mundo Deportivo.
კატალონიური გამოცემა ამას კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას უკავშირებს.
საშინაო "ელ კლასიკოს" "კამპ ნოუ" მოზაიკის გარეშე 1992 წლის შემდეგ პირველად ხვდება. დღეს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 31-წლიან ტრადიციას დაარღვევენ, რაც საკმაოდ მოულოდნელია.
El Mundo-ს ცნობით, "სამეფო კლუბს" "ბლაუგრანას" სტადიონზე დღეს განსაკუთრებით მტრული დახვედრა ელოდება. გრანდებს შორის არსებული ურთიერთობა ნეგრეირას საქმემ კიდევ უფრო გაამწვავა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" "რეალს" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 9 ქულით უსწრებს.
დღევანდელი "ელ კლასიკო" თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი