როგორც მოგეხსენებათ, ესპანურ პრესაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას "მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელი ცენტრფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის შეძენა აქვს განზრახული. ლაპორტა ამას 2025 ან 2026 წლის ზაფხულში აპირებს, დიდ იმედებს კი "სიტიზენთა" გოლეადორის აგენტთან არსებულ ახლო ურთიერთობაზე ამყარებს.
ამასთან დაკავშირებით, Score90-მა შემოგვთავაზა "ბლაუგრანას" სავარაუდო თერთმეტეული ჰოლანდთან ერთად. იგი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
დაცვა: ალეხანდრო ბალდე, პაუ კუბარსი, რონალდ არაუხო, ჟულ კუნდე
ნახევარდაცვა: დანი ოლმო, ფრენკი დე იონგი, პედრი
თავდასხმა: რაფინია, ერლინგ ჰოლანდი, ლამინ იამალი
გუნდში ადგილი ვერ გამოინახა პაბლო გავისთვის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მოარული ხმების თანახმად, დე იონგს ტრანსფერზე უპირებენ დაყენებას (კონტრაქტის გაუხანგრძლივებლობის შემთხვევაში) 20 წლის ნახევარმცველი სწორედ ნიდერლანდელის ადგილზე უნდა წარმოვიდგინოთ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში ჰოლანდის მონაგარი 11 გოლია.