1 თვის და 1 კვირის წინ
ტრავმირებულია თუ არა ლევანდოვსკი - ბოლო ცნობები
ავტორი
Aa
რობერტ ლევანდოვსკის ხორვატიისა და პოლონეთის ნაკრებების მატჩში ტრავმა არ მიუღია, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, როხერ ტორელო.
წყაროს თანახმად, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 36 წლის ცენტრფორვარდი დაზიანებული არ არის, ტკივილი კი მხოლოდ ჩარტყმით იყო გამოწვეული, რაც მალე გაივლის.
ჟურნალისტებმა ასევე შენიშნეს ერთი რამ: ბარსელონაში დაბრუნებული ლევანდოვსკი არ კოჭლობდა. არადა, ხორვატებთან მატჩის შემდეგ მან სტადიონი კოჭლობით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ რობერტი ბალკანელთა კიპერს, დომინიკ ლივაკოვიჩს შეეჯახა.
მომდევნო მატჩი "ბლაუგრანას" 20 ოქტომბერს, "სევილიას" წინააღმდეგ ელოდება. მიუხედავად ტრავმის გამორიცხვისა, შესაძლოა, ჰანსი ფლიკმა პოლონელი იქ მაინც დაასვენოს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ