1 თვის და 3 კვირის წინ
დევისი და სხვები - "ბარსა" მომავალ თავისუფალ აგენტებს უმიზნებს
დევისი და სხვები - "ბარსა" მომავალ თავისუფალ აგენტებს უმიზნებს

"ბარსელონა" აქტიურად აკვირდება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც 2025 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერნანდო პოლო.

სიაშია ლევერკუზენის "ბაიერის" ცენტრალური მცველი, ჯონათან ტა. ტას "ბლაუგრანაში" სურს გადაბარგება და ტრანსფერის მომხრეა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკიც. გარდა ამისა, იდეა მოსწონს კლუბის სპორტულ დირექტორს, დეკუსაც.

კატალონიური გრანდის სამიზნეა მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველი, ალფონსო დევისიც. კანადელს მადრიდის "რეალში" გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ "ბარსაში" ფიქრობენ, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. გასათვალისწინებელია ფლიკის ფაქტორიც. "ბაიერნის" პირველ გუნდში ალფონსო სწორედ ჰანსის ხელმძღვანელობით აღმოჩნდა.

დეკუ მიიჩნევს, რომ დევისი "ბარსელონასთვის" აუცილებელი ტრანსფერია და იცის 23 წლის ფლანგელის პირობებიც.

"ბლაუგრანას" ასევე დაუკავშირეს კიდევ ორი ფეხბურთელი:

რეინილდო (ატლეტიკო მადრიდი)

ჯონათან დავიდი (ლილი)

Relevoს ჟურნალისტს, მატეო მორეტოს თუ დავუჯერებთ, დავიდის ბანაკთან კონტაქტი ჯერ არ ყოფილა. ჯონათანს "ბარსაში" თამაში უნდა, მაგრამ მისი მაღალი ხელფასი შეიძლება შემაფერხებელი ფაქტორი იყოს. კანადელით ინტერესდებიან მილანის "ინტერი" და ტურინის "იუვენტუსიც".



Facebook კომენტარები