1 თვის და 2 კვირის წინ
"ბარსელონა" ჩემი სახლია" - რა თქვა მესიმ ჯილდოს მიღების შემდეგ
"ბარსელონა" ჩემი სახლია" - რა თქვა მესიმ ჯილდოს მიღების შემდეგ

მადრიდულმა გამოცემა Marca-მ "ბარსელონას" ლეგენდა, ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა და შესაბამისი ჯილდოც გადასცა. 

საგანგებო ღონისძიებაზე "ლა პულგამ" ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. ცხადია, "ინტერ მაიამის" არგენტინელმა მეგავარსკვლავმა თავისი ყოფილი გუნდი არ დაივიწყა.

"არგენტინა და ბარსელონა ჩემი სახლია. მე ახლაც ისეთ ადგილას ვარ, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ და ცხოვრების ახალ ეტაპზე ვარ გადასული.

ავისრულე ყველა ის ოცნება, რომლებიც ბავშვობაში მქონდა. მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი, ტიტული, რომელიც ყველას სურს, და ჩემს მშობლიურ კლუბ "ბარსელონაში" ყველა შესაძლო თასი აღვმართე," - თქვა მესიმ.

სხვათა შორის, Marca-მ ისტორიაში რიგით მეორე საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა, მესამეობა კი პელეს არგუნა.


Facebook კომენტარები