1 თვის წინ
ფლიკი დილემის წინაშეა - რა უნდა გადაწყვიტოს ჰანსიმ
ფლიკი დილემის წინაშეა - რა უნდა გადაწყვიტოს ჰანსიმ

SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი "სევილიასთან" მატჩისთვის დილემის წინაშე დგას.

გერმანელი სპეციალისტი მოედნის ცენტრის დაკომპლექტებაზე ფიქრობს. ფლიკს გადაწყვეტილი აქვს, რომ საყრდენ ზონაში ერთი ნახევარმცველი მარკ კასადო იქნება, მისი მეწყვილე კი შესარჩევია.

ჰანსიმ ჯერ კიდევ არ იცის, ღირს ერიკ გარსიას კვლავ ნახევარმცველად დაყენება, თუ უკვე მოვიდა დრო, ფრენკი დე იონგმა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყოს.

ნახევარმცველის როლში გარსიას გამოსვლა დამაკმაყოფილებელი გახლდათ, მაგრამ სანაკრებო პაუზის დროს, ნიდერლანდელმა ფორმა გაიუმჯობესა და საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურება.

რაც შეეხება ათიანის როლს, დანი ოლმო მატჩს ძირითადი თერთმეტეულიდან არ დაიწყებს, ამიტომ ეს ფუნქცია პედრის დაეკისრება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურ-ანდალუსიური ჯახი 20 სექტემბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები