1 თვის და 1 კვირის წინ
"რაფინია 70 მილიონი არ ღირს" - ცნობილი ჟურნალისტის განცხადება
"რაფინია 70 მილიონი არ ღირს" - ცნობილი ჟურნალისტის განცხადება

SPORT-ის ჟურნალისტი, დავიდ ბერნაბეუ რევერტერი "ბარსელონას" ბრაზილიელი გარემარბის, რაფინიას შესანიშნავ ფორმაში ყოფნას გამოეხმაურა.

"რაფინია 70 მილიონი ევრო არ ღირს. "ბარსა" რომ თავის საუკეთესო მდგომარეობაში ყოფილიყო, ბრაზილიელს არც შეიძენდა.

ეს ჩემი აზრია და არც შეიცვლება, სულ რომ 30 გოლი გაიტანოს და 25 საგოლე გადაცემა გააკეთოს," - განაცხადა რევერტერმა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის შემტევი ახლა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თავის საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს. რაფინიამ მიმდინარე სეზონში 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

"ბლაუგრანას" 11 ნომერი ჰანსი ფლიკის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად იქცა. სეზონის სტარტზე იგი ერთ-ერთ კაპიტნადაც აირჩიეს.

აქვე გეტყვით, რომ რაფინია "ბარსამ" 2022 წელს "ლიდს იუნაიტედიდან" შეიძინა და მასში 58 მილიონი ევრო გადაიხადა. "ბლაუგრანაში" მან ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.


Facebook კომენტარები