3 წლის და 1 თვის წინ
კურტუა: "ბარსელონას" წარმატება მისი დამსახურებაა"
კურტუა: "ბარსელონას" წარმატება მისი დამსახურებაა"

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა ტიბო კურტუამ "ელ კლასიკოს" წინ Movistar +-ს მისცა ვრცელი ინტერვიუ.

ერთ-ერთი საინტერესო საკითხი, რასაც ბელგიელი მეკარე შეეხო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის როლი გახლავთ "ბარსელონას" წლევანდელ წარმატებაში.

"წელს "ბარსელონას" ძალიან კარგი დაცვა ჰყავს და იმ რამდენიმე დარტყმასაც, რომლებსაც ისინი უშვებენ, ტერ შტეგენი იგერიებს. მათ ბევრი მატჩი მოიგეს ანგარიშით 1:0 და რომ არა ტერ შტეგენი, ეს შეხვედრები ფრედ დასრულდებოდა.

ტერ შტეგენის დამსახურებაა, რომ ლა ლიგაში "ბარსას" 9-ქულიანი უპირატესობა აქვს.

მარკს დიდებული სეზონი აქვს და ის დიდებული გოლკიპერია. არაფერი შეცვლილა. უბრალოდ მას საქმეები კარგად მისდის და ეს მეკარის თავდაჯერებასაც ზრდის. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ხვალ ხელს ბევრჯერ არ შეგვიშლის," - თქვა კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გერმანელს სულ 8 გოლი აქვს გაშვებული. მან კარი მშრალად 19 მატჩში შეინახა.


Facebook კომენტარები