1 თვის წინ
ჩავი ეროვნულ ნაკრებში - სად ეპატიჟებიან მაესტროს
ავტორი
Aa
Sport-ის ინფორმაციით, ივნისში "ბარსელონას" დატოვების შემდეგ, შესაძლოა ჩავი სულ მალე ახლო აღმოსავლეთში დაბრუნდეს.
მოგეხსენებათ, "ბლაუგრანაში" დანიშვნამდე, ჩავი კატარის "ალ სადს" წვრთნიდა. ახლა კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ესპანელსა და კატარის ეროვნულ ნაკრებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ტიტინ მარკეზი თანამდებობის დატოვებასთან საკმაოდ ახლოსაა, რაც ჩავის მისი ჩანაცვლების მოწინავე კანდიდატად აქცევს. წარსულში რეგიონში მუშაობის გამოცდილება კი, მას საკმაოდ დიდ დახმარებას გაუწევს.
მართალია, "ბარსას" დატოვების შემდეგ, ჩავიმ განაცხადა, რომ ფეხბურთიდან 1 წლით დაისვენებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ესპანელი სამწვრთნელო კარიერას მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 საათის და 47 წუთის წინ
მაქსიმალური სიმკაცრე - ფლიკს მოთმინების ფიალა აევსო
2 დღის და 20 საათის წინ
მესი "ბარსას" ღონისძიებას ვერ დაესწრება - რა არის ამის მიზეზი
2 დღის და 22 საათის წინ
ფლიკი: ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
4 დღის და 5 საათის წინ
ღირსეული ჟესტი - მესი "ბარსელონას" სიყვარულს ისევ ამტკიცებს