1 თვის და 1 კვირის წინ
"მწვრთნელმა ეს მითხრა" - პედრი "სევილიასთან" მატჩის შემდეგ
"მწვრთნელმა ეს მითხრა" - პედრი "სევილიასთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-10 ტურში "სევილიას" უმასპინძლა და 5:1 მოუგო. დუბლები რობერტ ლევანდოვსკისა და პაბლო ტორეს ანგარიშზეა, ერთი გოლიც კი პედრიმ შეაგდო. ყველაზე ლამაზი სწორედ ეს გოლი გამოვიდა, რადგან ესპანელმა ნახევარმცველმა თავი შორეული გასროლით გამოიჩინა.

შეხვედრა აღინიშნა "ბლაუგრანას" 20 წლის ვარსკვლავის, პაბლო გავის ტრავმიდან დაბრუნებითაც. პაბლო მოედანზე 345-დღიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა.

ამ და სხვა საკითხებზე მატჩის შემდეგ პედრიმ ისაუბრა.

"კარგი განწყობისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოტივაციის შესაქმნელად, დღეს უნდა მოგვეგო და ეს გავაკეთეთ.

ათიანის როლში უნდა მეთამაშა, თუმცა ვარჯიშზე ერიკი დაზიანდა.

მწვრთნელმა გვითხრა, რომ საჯარიმოს მისადგომებთან "სევილია" დიდ სივრცეს ტოვებდა ხოლმე. ამით ვისარგებლე და დავარტყი.

გავით ვამაყობ. დაინახავდით, რომ ფანებს იგი ძალიან უყვართ. ჩვენც ძალიან გვიყვარს. 

ეს კვირა რთული იქნება, მაგრამ მომზადებულები ვართ. შემართება კარგია," - თქვა პედრიმ.

შეგახსენებთ, რომ გონსალესმა მიმდინარე სეზონში თავისი მე-3 გოლი გაიტანა. 23 ოქტომბერს ის და სხვა "ბარსელონელები" მიუნხენის "ბაიერნს" შეხვდებიან.


Facebook კომენტარები