1 დღის და 20 საათის წინ
გავი: "ამ მომენტზე თვეები ვოცნებობდი"
გავი: "ამ მომენტზე თვეები ვოცნებობდი"

2023 წლის 19 ნოემბერს, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში პაბლო გავიმ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მენისკი დაიზიანა, რამაც ლამის ერთი წელი გამოატოვებინა. "ბარსელონას" ნახევარმცველი მოედანს დღეს, "სევილიას" წინააღმდეგ დაუბრუნდა.

გავი თამაშში 83-ე წუთზე პედრი გონსალესის ნაცვლად ჩაერთო. სხვათა შორის, პედრიმ 20 წლის ნახევარმცველს კაპიტნის სამკლავურიც გადააბარა.

პაბლომ თავისი ემოციები მატჩისშემდგომ ინტერვიუში გამოხატა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. ამ მომენტზე თვეები ვოცნებობდი.

ყველაზე ცუდი რამ გუნდთან ერთად არყოფნა იყო. ძალიან გამიჭირდა მატჩების შორიდან ყურება.

მთელ გუნდს დიდ მადლობას ვუხდი. ისინი ძალიან დამიდგნენ მხარში. თავიდან დაბრუნება ძალიან შორეული ჩანდა, მაგრამ მივიღე ის მოცემულობა, რომ ხანგრძლივი პროცესი მელოდა წინ. თავს იღბლიანად გრძნობ, როცა ყველას ასე უყვარხარ.

პედრის მადლიერი ვარ. "ბარსელონას" კაპიტნობა პატივია და ამაზე მუდამ ვოცნებობდი," - თქვა პედრიმ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში "ბლაუგრანას" მომდევნო მატჩი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ელოდება. "ელ კლასიკო" 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები