1 დღის და 5 საათის წინ
"ეს ამაღელვებელი იყო" - რა თქვა ფლიკმა "სევილიასთან" მატჩზე
"ეს ამაღელვებელი იყო" - რა თქვა ფლიკმა "სევილიასთან" მატჩზე

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა "სევილიასთან" გამანადგურებელი სხვაობით მოგებული შეხვედრა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა. გთავაზობთ ჰანსის მიერ გაკეთებულ ყველაზე საინტერესო განცხადებებს:

"არ მომწონს, რომ გოლი გავუშვით. ამის გაანალიზება მოგვიწევს."

"თითოეული მატჩი მნიშვნელოვანია და ეს მხოლოდ დიდ გუნდებთან დაპირისპირებას არ ეხება. "სევილიასთან" შეხვედრაც რთული გამოდგა. სანაკრებო პაუზიდან ძალიან კარგად დავბრუნდით. შედეგით ბედნიერი ვარ. ახლა "ბაიერნთან" ჯახისთვის დავიწყებთ მზადებას."

"ვფიქრობდით დე იონგის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებაზე, მაგრამ იგი გარკვეულ დისკომფორტს გრძნობდა. დღეს მას რამდენიმე წუთის თამაშიც შეეძლო, ოღონდ გავი ვარჩიეთ."

"გავის დაბრუნებით ბედნიერი ვარ. ამის ნახვა ამაღალვებელი იყო. მთელი კლუბი გახარებულია."

"ერიკ გარსია?  იგი თავს კარგად გრძნობს და იმედი მაქვს, რომ ოთხშაბათისთვის მზად იქნება."

"ანსუ? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას თამაში შეუძლია. ცხადია, ტრავმიდან დაბრუნება იოლი არ არის. იგი თამაშს აუცილებლად გააუმჯობესებს."

"პაბლო ტორეს შვიდ ნომრად დადგომის უნარები აქვს. ამიტომ გავამწესე ლამინის როლში."

შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" 27 ქულას მოუყარა თავი და ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. 23 ოქტომბერს კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მიუნხენის "ბაიერნს" მიიღებენ.


Facebook კომენტარები