1 თვის და 2 კვირის წინ
დევიდის მოთხოვნა ცნობილია - "ბარსას" შანსები
დევიდის მოთხოვნა ცნობილია - "ბარსას" შანსები
ავტორი
Aa

გავრცელებული ინფორმაციით, ჯონათან დევიდი, რომლის დამატებასაც "ბარსელონა" უკვე დიდი ხანია გეგმავს, მომავალი სეზონიდან "ლილის" დატოვებას აპირებს. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი სწორედ 2024/25 წლების კამპანიის ბოლოს ეწურება. 

როგორც ირკვევა, კანადელი თავდამსხმელი "ლილში" ხელფასის სახით 2.2 მილიონ ევროს იღებს, თუმცა, როგორც Ralevo იუწყება, დევიდი ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას, კერძოდ წელიწადში 6 მილიონს (ბონუსებთან ერთად) ითხოვს. ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით კი, "ბლაუგრანას" მისი გაფორმება შესაძლოა გაუჭირდეს. 

თუ "ბარსელონა" მის დამატებას სერიოზულად განიხილავს, მაშინ კლუბს მოუწევს კონკურენცია პრემიერ ლიგის გრანდებს გაუწიოს. დევიდს უფლება აქვს, ახალ კლუბთან წინასწარი ხელშეკრულება იანვარში გააფორმოს და მათ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.


Facebook კომენტარები