20 საათის და 24 წუთის წინ
"თუ 8-ზე მეტ გოლს გაიტანთ..." - რა უთხრა ლაპორტამ ფლიკს "ბაიერთან" მატჩამდე
"თუ 8-ზე მეტ გოლს გაიტანთ..." - რა უთხრა ლაპორტამ ფლიკს "ბაიერთან" მატჩამდე

როგორც მოგეხსენებათ, 23 ოქტომბერს "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურის მატჩს მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართავს.

Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა გუნდის მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ამ ჯახზე პირადად ესაუბრა.

"შენ ჩვენთვის გმართებს ამ მატჩის მოგება.

თუ 8-ზე მეტ გოლს გაიტანთ, კიდევ უკეთესი, მაგრამ უბრალო გამარჯვებაც კარგი იქნება," - უხუმრია ლაპორტას.

ცხადია, ჟოანმა ფლიკს 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი გაახსენა, როცა მისმა დამოძღვრილმა "ბაიერნმა" "ბლაუგრანას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი აგემა და 8:2 მოუგო.

მას მერე "ბარსელონა" და "ბაიერნი" კიდევ 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხივეჯერ ბავარიელებმა გაიმარჯვეს. ნავსის გატეხვის შანსი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 23 ოქტომბერს ექნებათ.


Facebook კომენტარები