1 თვის და 2 კვირის წინ
"არაფერი უნდა გამორიცხო" - კიმიხი კარს ღიას ტოვებს
"არაფერი უნდა გამორიცხო" - კიმიხი კარს ღიას ტოვებს
ავტორი
Aa

ჩემპიონთა ლიგაზე, მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, გერმანელთა ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა "ბარსელინაში" ტრანსფერზე საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, 29 წლის ფეხბურთელს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ის მომავალ სეზონში "ბარსელონაში" გადასვლას, რაზეც მან უპასუხა: "ამ მომენტში ამაზე არ ვფიქრობ. მაგრამ ცხოვრებაში არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. ბავშვობაში "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი. რომ ვიზრდებოდი ძალიან მსურდა, რომ ჩავის მსგავსი ფეხბურთელი გავმხდარიყავი." 

გარდა ამისა, კიმიხმა ჰანსი ფლიკზეც ისაუბრა და გერმანელი სპეციალისტი "ბლაუგრანაში" გაწეული სამუშაოსთვის შეაქო. "ჰანსისთან ადრეც მიმუშავია, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში. მას შეუძლია ფეხბურთელი დადებითად დამუხტოს და გარშემო მყოფთაგან ნდობა დაიმსახუროს. ის ბრწყინვალე სპეციალისტია და თავის გუნდებს ყოველთვის სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს." განაცხადა კიმიხმა. 

შეგახსენებთ, რომ კიმიხის მომავალი "ბაიერნში" ზაფხულის შემდეგ მრავალი სასაუბრო თემის საგანი გახდა, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წლის ივნისში იწურება. ფეხბურთელს ბავარიულ კლუბში დარჩენა ამ ეტაპზე გარანტირებული არ აქვს, ხოლო თავის მხრივ, "ბარსელინას" მისი დამატება უკვე დიდი ხანია სურს.



Facebook კომენტარები