1 წლის და 1 თვის წინ
"ახლა დაისვენე" - იამალმა "რეალის" ფანს დასცინა
ავტორი
Aa
ლამინ იამალმა მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ წუხელ ულამაზესი საგოლე გადაცემა მიითვალა და რამდენიმე შთამბეჭდავი მომენტიც შემოგვთავაზა.
მატჩის დასრულების შემდეგ, "ბარსას" 17 წლის ვარსკვლავმა მადრიდის "რეალის" გულშემატკივრის დასაცინადაც გამონახა დრო.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "სამეფო კლუბის" გულშემატკივარმა ტიკ ტოკზე ვიდეო მაშინ ატვირთა, როცა გუშინდელი შეხვედრის ანგარიში 1:1 გახლდათ, წარწერა კი ასეთი გაუკეთა: "სად არის ლამინ იამალი?"
საბოლოო ჯამში, "თეთრების" ფანს სიჩქარე ძვირად დაუჯდა, რადგან "ბარსამ" 4:1 გაიმარჯვა, კატალონიელთა ქომაგებმა დასცინეს, ბოლოს კი ლამინმაც დაუკომენტარა: "დაისვენე, პატარა კაცო."
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში იამალის მონაგარი 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა (ყველა ტურნირზე).
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი