1 თვის და 2 კვირის წინ
აქამდე უცნობი ამბავი - სად შეიძლება ეთამაშა რაფინიას
აქამდე უცნობი ამბავი - სად შეიძლება ეთამაშა რაფინიას

"ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის გუშინ გამართული მატჩის მთავარ გმირად 27 წლის ბრაზილიელი გარემარბი, რაფინია მოგვევლინა. "ბლაუგრანას" 11-მა ნომერმა ბავარიელებს ჰეთ თრიქი შეუსრულა და გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო.

საინტერესოა, რომ არსებობდა შანსი, რაფინია დღეს სწორედ "რეკორდმაისტერის" მოთამაშე ყოფილიყო.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსაში" ტრანსფერის განხორციელებამდე 6 თვით ადრე, ახალგაზრდა ფლანგელის შეძენას "ბაიერნი" ცდილობდა. "ლიდს იუნაიტედთან" მოლაპარაკებებიც წარიმართა, თუმცა შედეგი არ დამდგარა.

საბოლოოდ, 2022 წლის ზაფხულში რაფინია "კამპ ნოუზე" აღმოჩნდა, იორკშირელებმა კი მასში 58 მილიონი ევრო მიიღეს.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. ფლიკის ხელმძღვანელობით ნათამაშებ 13 მატჩში მისი მონაგარი 9 გოლი და 8 ასისტია.


Facebook კომენტარები