"ელ კლასიკოს" წინ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ჰანსი ფლიკმა "ბარსელონას" ფილოსოფია შეცვალა, რაც კლუბის ბრწყინვალე ფორმაში გამოიხატა.
"კლუბის ფილოსოფია ახლა უკვე შეიცვალა. ფლიკის ხელში გუნდი განსხვავებულად თამაშობს, ისინი გაცილებით უფრო პირდაპირები გახდნენ. არ მინდა, რომ ახლანდელი გუნდი ჩავის პერიოდისას შევადარო, მისი იდეებით მან ფანტასტიური სამუშაო გასწია, რათა გუნდი აქამდე მოსულიყო."
"ჩავის "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში ძალიან გვიჭირდა, ახლა კი, ჩვენს წინ სულ სხვა გუნდია, რასაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ." განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება ხვალ, 26 ოქტომბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება. გუნდების ფენომენალური ფორმის გათვალისწინებით კი, გულშემატკივარი მათგან დაუვიწყარ სანახაობას ელოდება.