1 თვის და 1 კვირის წინ
იანვარში "ბარსელონა" ფატის გაყიდის
იანვარში "ბარსელონა" ფატის გაყიდის
ავტორი
Aa

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" მზადაა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ანსუ ფატი გუნდიდან გაუშვას. 

ჰანსი ფლიკმა ფატის გუნდში ინტეგრაცია ამ სეზონში არაერთხელ სცადა, თუმცა, ახალგაზრდა ესპანელმა მწვრთნელის ნდობის მოპოვება საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხა. მისი პოზიცია გუნდში საკმაოდ დაქვეითდა და ერთ დროს მთავარი შეტევითი ოფციიდან, სამწუხაროდ, ფატი სათამაშო დროისთვის მებრძოლ სათადარიგოს ფეხბურთელად გადაიქცა. 

მძიმე ტრავმიდან ფორმაში დაბრუნების არაერთი მცდელიბის ფონზე, აგრეთვე საგრძნობლად დაეცა ანსუს სატრანსფერო ღირებულება, რომელიც 80-დან, 15 მილიონ ევრომდე შემცირდა. 

ხუთშაბათს, ფატის აგენტი, ხორხე მენდესი, ფეხბურთელის მომავალზე სასაუბროდ ლაპორტასა და დეკუს შეხვდა. როგორც გაირკვა, მხარეები ანსუს იანვრის თვეში გაყიდვაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. 

21 წლის ესპანელის დამატებით აქამდე რამდენიმე გუნდი ინტერესდებოდა, მათ შორის "სევილია", რომელსაც მისი იჯარით წაყვანა სურდა. აგრეთვე სიტუაციას აქტიურად აკვირდება რამდენიმე არაბული კლუბი.



Facebook კომენტარები