3 კვირის და 5 დღის წინ
რაფინია: "ვინისიუსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს"
რაფინია: "ვინისიუსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს"
ავტორი
Aa

ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" წინააღმდეგ გაბრწყინების შემდეგ, "ბარსელონას" დღევანდელი მეტოქე მადრიდის "რეალი" იქნება, რომელიც "ბლაუგრანას" საკუთარ კედლებში მიიღებს. 

"რეკორდმაისტერის" წინააღმდეგ გამარჯვების მთავარი შემოქმედი რაფინია, "ელ კლასიკოს" წინ, მედიასთან მის თანამემამულესა და მადრიდელთა ერთ-ერთ ლიდერზე, ვინისიუს ჟუნიორზე საუბრობს. 

"ვინი, როგორც პიროვნება ძალიან მიყვარს, მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, რადგან ბრწყინვალე ურთიერთობა გაგვაჩნია. ტექნიკურად კი, დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში ის უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა. მის შესაძლებლობებზე საუბარი საჭირო არ არის, ეს ყველამ ისედაც ძალიან კარგად იცის, თუმცა, მთავარი ისაა, რომ მინდვრის გარეთ ჩვენ ძალიან კარგი მეგობრობა გვაკავშირებს." განაცხადა ბრაზილიელმა. 

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ბრაზილიელების დღევანდელ დაპირისპირებას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" დღეს, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები