ლა ლიგის მე-11 ტურში, "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" თავისივე კედლებში, ანგარიშით 0-4 გაანადგურა. გოლები რობერტ ლევანსოვსკიმ, რაფინიამ და ლამინ იამალმა გაიტანეს. ცნობილია კატალონიელთა ფეხბურთელების შეფასებები:
რაფინია - 9 (ყველაზე მაღალი გუნდში)
ლევანდოვსკი - 8.5
ბალდე - 8.5
იამალი - 8
კუბარსი - 8
კუნდე - 8
დე იონგი - 7
ინიგო მარტინესი - 8
ინიაკი პენია - 8
კასადო - 8
ფერმინ ლოპესი - 6
ოლმო - 7
გავი - 7
ბუნებრივია, გუნდში საუკეთესო შეფასება რაფინიამ დაიმსახურა, რომელმაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" თავი გოლითა და ასისტით გამოიჩინა. მიუხედავად ლევანდოვსკის დუბლისა, ბრაზილიელმა დღევანდელ გამარჯვებაში არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
"ბარსელონამ" ლა ლიგაში მადრიდელთა 42 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია საბოლოოდ შეწყვიტა და შინ 3 ქულით ბრუნდება. ფლიკის გუნდი 2024/25 წლების სეზონში შეუდარებელ ფორმაშია.