3 კვირის და 6 დღის წინ
საოცარი მაჩვენებელი - როგორ მუშაობს ფლიკის "ბარსას" დაცვა
საოცარი მაჩვენებელი - როგორ მუშაობს ფლიკის "ბარსას" დაცვა
ავტორი
Aa

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, უკვე ყველამ ვიხილეთ, თუ როგორ დამაჯერებლად დაამარცხა ჰანსი ფლიკის "ბარსამ" მადრიდის "რეალი". გერმანელის მუშაობა კლუბში საოცრად შედეგიანია. 

"ბლაუგრანამ" ახალი სეზონის დაწყებიდან დღემდე, უკვე 47 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ეს არ არის მხოლოდ შეტევა, რომელიც ფლიკის გუნდთან მუშაობას დადებითად ასახავს. 

გერმანელმა სპეციალისტმა, ე.წ "თამაშგარის მახე" ფაქტობრივად სრულყოფილებამდე მიიყვანა, რისი შედეგიც ჩვენ განსაკუთრებით ბოლო ორ მატჩში ვიხილეთ. "ბარსელონამ" 2024/25 წლების სეზონში, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები თამაშგარე მდგომარეობაში 77-ჯერ დატოვა, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

კონტექსტისთვის, ამ მაჩვენებლით კატალონიური კლუბი სიაში მეორეადგილოსან "ბრაიტონს" თითქმის ორჯერ უსწრებს. "თოლიებმა" იგივე 35-ჯერ შეძლეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფლიკის გუნდი შეტევასთან ერთად, დაცვაშიც ბრწყინვალედ თამაშობს. 

გთავაზობთ იმ გუნდების ტოპ 5-ს, რომლებმაც მიმდინარე სეზონში მეტოქე თამაშგარეში ყველაზე მეტჯერ ჩატოვეს: 

1. "ბარსელონა" - 77

2. "ბრაიტონი" - 35

3. "ფულემი" - 33

4. "პარმა" - 31

5. "ოსასუნა" - 30



Facebook კომენტარები