1 წლის და 1 თვის წინ
ფატის აგენტმა კითხვა დასვა - "ბარსელონას" პასუხი
ავტორი
Aa
ჟორჟე მენდეშმა "ბარსელონას" ჰკითხა, თუ რას აპირებენ ანსუ ფატისთან მიმართებაში, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანამ" პორტუგალიელ აგენტს მკაფიო პასუხი გასცა. საკუთარი მომავლის გადაწყვეტა 21 წლის თავდამსხმელს თავადვე შეეძლება.
ანსუმანეთი "სევილიაა" დაინტერესებული, მაგრამ ტრანსფერის განხორციელება რთულია, რისი მიზეზიც კლუბებს შორის გაფუჭებული ურთიერთობაა. ნეგრეირას საქმის გახმაურების შემდეგ, "დალაქებმა" მკვეთრად ანტიბარსელონური პოზიცია დაიკავეს, რაც კატალონიაში ბრაზს იწვევს.
აქედან გამომდინარე, ნაკლებსავარაუდოა, რომ "ბარსელონამ" თავისი ათიანი "სანჩეს პისხუანზე" გაუშვას.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 5 მატჩში ფატის თავი არაფრით გამოუჩენია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი