3 კვირის და 1 დღის წინ
"ბარსას" ვარსკვლავს "კლასიკომ" თავდაჯერება დაუბრუნა
"ბარსას" ვარსკვლავს "კლასიკომ" თავდაჯერება დაუბრუნა

ფრენკი დე იონგი მადრიდის "რეალთან" მოგებულ მატჩში მის მიერ ნაჩვენები თამაშით ძალიან კმაყოფილია, - იუწყება Diario AS.

ნიდერლანდელი ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე, ფერმინ ლოპესის ნაცვლად შევიდა. შეხვედრაში მისი ჩართვის მერე კატალონიელებმა 4 გოლი გაიტანეს, რაც ფრენკის ბრწყინვალე ასპარეზობითაც იყო განპირობებული.

მართალია, დე იონგს საგოლე მოქმედება არ ჰქონია, მაგრამ იგი ეფექტურად შლიდა "სამეფო კლუბის" შეტევებს. გარდა ამისა, სიღრმიდან სწრაფად ამოჰქონდა ბურთი "ბლაუგრანას" თავდამსხმელთათვისაც.

წყაროს თანახმად, 27 წლის შუახაზელი მიიჩნევს, რომ "კლასიკოს" პერფომანსი შეიძლება სეზონის შემომტრიალებელი მომენტი იყოს და იგი ფლიკის გუნდის საკვანძო ფიგურა გახდეს.

ცნობისთვის, დე იონგი ტრავმიდან სულ რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში მას სულ 4 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.


Facebook კომენტარები